გიორგი რურუას გამოკითხვა მისივე სისხლის სამართლის საქმეზე.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულმა განაცხადა, რომ ეს იარაღი მას ჩაუდეს. რურუას თქმით, მისი ჩხრეკა არ მომხდარა დაკავების ადგილზე და როდესაც ის მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სწორედ იქ ერთ-ერთ სავარაუდოდ მაღალჩინოსანთან საუბრიდან მიხვდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს. რურუას თქმით, იძულებით მოხდა მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება. მისი დაკითხვით დაცვის მხარე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას და პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის.