ამ დრომდე რთული ვითარებაა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, სოფელ ლეჩურთან მაღალი გამავლობის 30-მდე მანქანაა გაჩერებული. ეს არის ის ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც მანქანებს აღარ ატარებენ. მოძრაობა ყველანაირი სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ტურისტები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ბოლო ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაგუბებულ ტბაში წყლის დონემ მოიმატა და გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაფარა. გადაადგილებას ვერ ახერხებს ახმეტის მერის წარმომადგენელი თუშეთში და სამაშველო სამსახური.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, თუმცა, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამინდზეა დამოკიდებული.