რომან გოცირიძის პრესკონფერენცია

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო ისტორიაში პირველი ფეიკ-კანონპროექტი მოამზადა. რომან გოცირიძე განმარტავს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს – სინდისის, ნამუსისა და ზნეობის პოლიციის შექმნას. ასევე, მთავრობის სტრუქტურაში ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსის შექმნას, რომელიც მამაპაპურ ადათ-წესებს დაიცავს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მმართველობას ასახავს.