ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რაზეც მათ პასუხი ათი დღის ნაცვლად, დაახლოებით სამი თვის შემდეგ გასცეს. რომან გოცირიძის თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის მიმართვას გეგმავს, რათა რეგლამენტის დარღვევისთვის პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს პასუხი მოსთხოვოს. დეპუტატი განმარტავს, რომ ეკონომიკის მინისტრთან კითხვები ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით ჰქონდა, ხოლო პრემიერის მიმართ – კომპანია „როტშილდთან“ დაკავშირებით.