რომა რცხილაძის ვარსკვლავის გახსნა

ცნობილ პიანისტს, კომპოზიტორსა და მომღერალს ხვალ სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.

რომა რცხილაძე 70 წლის იუბილეს გამორჩეულად აღნიშნავს. შემოქმედებით მოღვაწეობას, რომელიც ათეულობით წელს ითვლის, მუსიკოსი მსმენელის წინაშე შოუს ფორმით წარმოადგენს.

მსმენელი საყვარელი მომღერლის თითქმის ყველა ცნობილ ჰიტს მოისმენს. რომა რცხილაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე სცენაზე ქართული ხმები და ყოფილი „რანინელებიც“ წარდგებიან. საიუბილეო კონცერტი, რომელიც მომღერლის ვარსკვლავის გახსნით დასრულდება, ხვალ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.