„თბილისი პიანო ფესტი 2024“

ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

მსოფლიო დონეზე აღიარებული ცნობილი კანადელი მუსიკოსი საქართველოს ესტუმრება. გამორჩეული საშემსრულებლო მანერის მქონე პიანისტი მარკ-ანდრე ჰამელინი ქართველი მსმენელისთვის პირველად დაუკრავს. საფორტეპიანო ფესტივალში კიდევ რამდენიმე ცნობილი პიანისტი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ.

თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი წელს საიუბილეოა და რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტები დედაქალაქის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება, მათ შორის ღია ცის ქვეშ.

ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება.