ორანჟერეა, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ „კია-მოტორსის“ ავტოსალონს ჩაანაცვლებს, მრავალფუნქციური, ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცე იქნება, – ამის შესახებ პროექტის მთავარმა არქიტექტორმა და ორგანიზაცია „სტუდია 9-ის“ დამფუძნებელმა მამუკა ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორანჟერეა საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას, მაღაზიებსა და არაერთ ტურისტებისთვის საინტერესო ობიექტს გააერთიანებს. პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 150 ხე დაირგვება. ორანჟერეის აშენება და ტერიტორიის რეკრეაციული კუთხით განვითარება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება არქიტექტორ ლევან ბერიძის შეფასებითაც. პროექტის ხელმძღვანელებს 20 ივნისს მოსახლეობასთან ინფორმაციული სახის შეხვედრა ექნებათ.