მერი - დიღმის ტყე-პარკს საფრთხე არ ემუქრება

დიღმის ტყე-პარკს საფრთხე არ ემუქრება და მერია იქ მშენებლობებს არ აპირებს. განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ გააკეთა. კორპუსების მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კი სიცრუე უწოდა.

თბილისის მერის თქმით, მეპატრონესთან შეთანხმება მიღწეულია და დაგეგმილია, დასასვენებელი სივრცის, ორანჟერეის სტილის პროექტის განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცის დიღმის ტყე-პარკში უკვე რამდენჯერმე გაიმართა.

დატოვე კომენტარი