არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა მერიას  

დიღმის ტყე-პარკის გამო თბილისის მერს მორიგი განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

ამჯერად მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ხუთპუნქტიანი მიმართვაა. უფლებადამცველები ადგილზე ყველა ტიპის მშენებლობის შეჩერებას და ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, რაც მერიის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გენერალურ გეგმაში ისედაც გათვალისწინებულია. კიდევ ერთი მოთხოვნა ტყე-პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე უკვე განთავსებული ნაგებობების დაკონსერვებაა. მათ შორისაა „კია მოტორსის“ ავტოსალონი, რომელიც საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მქონე ადგილზეა აშენეული. ეს სტატუსი პარკის მომიჯნავე ტერიტორიას ცხრა წლის წინ მიანიჭეს.