დიღმის ტყე-პარკში თემატური გარბენი მოეწყო

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროექტის „დაიბრუნე შენი ქუჩების“ ეგიდით, ღია სივრცეებში ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, დიღმის ტყე-პარკში თემატური გარბენი მოეწყო.

გარბენის გარდა, დიღომში მდებარე ზაზა ფაჩულიას სახელობის სტადიონზე ეზოს თამაშები გაიმართა.

ქუჩის კალათბურთში ერთმანეთს თბილისის სხვადასხვა უბნის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით, სერტიფიკატებით, მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ.