ცაგერსა და თერჯოლაში მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. აქაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იყრიან კენჭს – ლევან ზალკალიანი ცაგერში და მანუჩარ რობაქიძე თერჯოლაში. ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 10 496 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 41 უბანი.
დილის 10 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 1321-მა მოქალაქემ დააფიქსირა. საარჩევნო პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.