როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო სანქციებს - ფინანსთა მინისტრის განცხადება

მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობად აფასებს ფინანსთა მინისტრი რადიო „თავისუფლების“ სტატიას.

გამოცემა წერს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეიძლება რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს, – ეს პროდუქცია, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეეზღუდა, მას საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად სჭირდება. ამავე სტატიაში რადიო „თავისუფლება“ წერს, რომ რედაქციამ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 3370 %-ით გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკრო-ჩიპების იმპორტი. ლაშა ხუციშვილი ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს მანიპულაციად აფასებს.