„რობიკო“ – ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც რუსთაველის თეატრში გაიმართა. მის წარსადგენად სარედაქციო ჯგუფი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. ალბომში რუსთაველის თეატრის მუზეუმსა და რობერტ სტურუას პირად არქივში დაცული დოკუმენტური და ბიოგრაფიული მასალებია შესული.