დასკვნით ეტაპზეა კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული და მთავარი მოწმე დაკითხეს. საუბარია საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსზე, რომელსაც მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავებიან. ზურა მიქაძემ პროკურატურის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, რამაც დარბაზში დაპირისპირება გამოიწვია. მიქაძის განცხადებები რადიკალურად გასხვავდება იმ ჩვენებისგან, რომელიც საქართველოში წლების შემდეგ დაბრუნებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამავე საქმეში ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ მისცა.
გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოსატანად მოსამართლეს დრო ახალ წლამდე აქვს.