ინციდენტი გურიაში

ინციდენტი ოზურგეთში. მოქალაქემ სამართალდამცველების მისამართით ნაჯახი ისროლა, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანას მოხვდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ახალგაზრდა, რომელიც ეკლესიიდან გამორბოდა, ეპარქიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საპატრულო პოლიციამ მამაკაცის გაჩერება სცადა, შემთხვევაც ამ დროს მოხდა. როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა ბასილ გოგოტიშვილი აცხადებს, მამაკაცმა ტაძარი დაარბია, დაზიანებულია ხატები და სასანთლეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მოამბე