რიგგარეშე სესიის გამართვის საკითხი

შედგება თუ არა რიგგარეშე სესია ხვალ პარლამენტში? – ამ კითხვაზე პასუხი ისევ ბუნდოვანია. უმრავლესობამ და ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები მაკა ცინცაძის გადაცემაში კიდევ ერთხელ გააჟღერეს. რომან გოცირიძის აზრით, თუ სხდომა არ გაიხსნება, ეს „მოქალაქეების აბუჩად აგდება და კონსტიტუციის გათელვის ფაქტი იქნება“. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომა არც პოლარიზაციის დასრულების და არც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საფუძველი არ არის.

რატი იონათამიშვილის თქმით, „სამ მარგინალურ პარტიას რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ პოლარიზაციის გასამწვავებლად უნდა“.