პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ორ პროექტზე იმსჯელებენ. მათ შორის არის რეგლამენტში ცვლილება. პროექტის მიხედვით, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება ექნებათ უფრაქციო დეპუტატებსაც. ასევე, იცვლება საპარლამენტო პროცედურებში უფრაქციო დეპუტატების მონაწილეობის წესი. ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება და გამონაკლისის სახით მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება. დაჩქარებული წესით განიხილება ასევე ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომელიც ვაქცინის უმოკლეს ვადებში შემოტანას უზრუნველყოფს. აღნიშნულ პროექტს პარლამენტი ასევე რიგგარეშე სხდომაზე ხვალ განიხილავს.