ვაკის პარკის კაფე-რესტორან „ბროწეულების“ ღია სივრცე რევაზ გომელაურის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 15 ახალი ნამუშევარი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. ნამუშევრების უმეტესობა სიურეალიზმისა და კუბიზმის ჟანრშია შესრულებული. გამოფენა ფართო საზოგადოებისთვის 12 დეკემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.