კახაბერ ტატიშვილის პერსონალური გამოფენა

გალერეა „შარდენი“ კახაბერ ტატიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „ამბავი სპილოს მატარებლით მოგზაურობისა“ წარმოდგენილია 17 ნამუშევარი. უმეტესობა მხატვარმა ბოლო პერიოდში შექმნა. თემატურად და შესრულების ტექნიკით გამორჩეული მრავალფეროვანი ნამუშევრები ასახავს ხელოვანის ხედვას ამა თუ იმ მოვლენის, ან სიტუაციის მიმართ. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.