კინოაკადემიაში რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“, რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმით „მოქალაქე წმინდანი“ დაიხურა. კინოჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა ფილმის რეჟისორთან და შემოქმედებით ჯგუფთან. რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა. პროგრამაში წარმოდგენილი იყო 2005-2023 წლებში შექმნილი 35 ქართული ფილმი. მიზანი თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაციაა.