თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივა

კინოაკადემიაში რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლის“ ჩვენება გაიმართა. რეტროსპექტივის – „თანამედროვე ქართული კინოს“ ფარგლებში მოეწყო დისკუსიაც. მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ნამუშევარი. ჩვენებები 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.