რესტორატორების პროტესტი.
30 იანვარს, რესტორნების ნაწილი 24 საათით შეწყვეტს მუშაობას და გატანის სერვისს. სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, პირველ თებერვალს დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი, ასევე მთის კურორტები და ამოქმედდეს ტრანსპორტი.
ბიზნესის მოთხოვნას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ რეგულაციები ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე შემსუბუქდება.