„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- ანგარიში

პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგანი გახდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოზე მომზადებული ახალი ანგარიშიც.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში ქვეყანას ერთი პოზიციით გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვს. თუმცა რეიტინგს და შეფასებებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვანაირად კითხულობს.

ანგარიშის ავტორები მედიაგარემოს აფასებენ და მიღწევებთან ერთად სფეროში არსებულ გამოწვევებზეც მიუთითებენ. ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც.

ნორვეგია, ნიდერლანდები, ფინეთი, – ასეთია პრესის თავისუფლების ინდექსში მსოფლიო ქვეყნების პირველი სამეული.