რელიგიური კონფესიები საქართველოში

25 დეკემბრის დადგომას ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე კონფესია აღნიშნავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვან სიმბოლოს დედაქალაქის ძველი ნაწილი წარმოადგენს, სადაც სიონი, მეტეხის ტაძარი, სინაგოგა, მეჩეთი, სომხური და კათოლიკური ეკლესიებია განლაგებული.

ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების უფლებები უზენაესი კანონით – კონსტიტუციითაა გარანტირებული. რაც შეეხება დაფინანსებას, წლების განმავლობაში საბჭოთა პერიოდში მიყენებული მორალურ-მატერიალური ზიანისთვის, თანხას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იღებდა. 2014 წლიდან კი, საბიუჯეტო დაფინანსება კიდევ ოთხ კონფესიაზე – სომხურ სამოციქულო, კათოლიკურ, მუსლიმურ და იუდაისტურ რელიგიურ გაერთიანებებზე ვრცელდება. სოფო ზედელაშვილი გვეტყვის, როგორ თანაცხოვრობენ რელიგიური კონფესიები საქართველოში.