რა უნდა გაითვალისწინონ პროფესიულმა კოლეჯებმა სწავლის აღდგენის შემდეგ.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, კოლეჯების დირექტორებს ესაუბრა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა. განიხილეს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ.