ადამიანები, რომლებიც ბუნების დაცვაზე 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ – დღეს რეინჯერების მსოფლიო დღეა. საქართველოში თარიღი ტრადიციული ღონისძიებით აღნიშნეს. გაიცა ჯილდოები, დაასახელეს წლის რეინჯერები. ცერემონიას ბორჯომ-ხარაგაულის პარკმა უმასპინძლა. ბრაკონიერობის აღკვეთა, დაცული ტერიტორიების კონტროლი, ბუნებრივი საგანძურის დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, ხანძრების პრევენცია – ამ და სხვა ფუნქციების შესრულება რეინჯერებს ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.