საქართველოსა და ლატვიას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხუთი აგვისტოდან განახლდება. მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „აირბალტიკ“-ს შორის უკვე დასრულდა. ნათია თურნავას განცხადებით, ბალტიის სამი სახელმწიფო ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი. ავიაკომპანია რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთხელ განხორციელდება. 20 აგვისტოს შემდეგ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება რეგულარული რეისები აღნიშნული მიმართულებით ორჯერ დაინიშნოს.