ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ნაწილს ახალ რეგულაციებს უწესებს.
საუბარია დამატებითი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც ქიმიოთერაპიის პროცედურა და ბარიატრიული, ანუ წონის კლების ოპერაციები ტარდება. მსგავსი ქირურგიული ჩარევა ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია. შესაბამისად, ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი როგორც პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ისე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. რეგულაციებით მკაცრად განისაზღვრება, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაუტარდეს პაციენტს წონის კლების ოპერაცია. საბოლოო გადაწყვეტილებას ქირურგიული ჩარევის მიზანშეწონილობაზე კი მულტიფუნქციური ჯგუფი მიიღებს.
როგორია კლინიკების პოზიცია და როდის ამოქმედდება ახალი რეგულაცია, თამარ ნადარეიშვილი გიამბობთ.