რეგულაციები ავტომობილის ტექდათვალიერებაში

მანქანების ტექნიკური ინსპექტირების პირობები მკაცრდება.

დღეიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც დათვალიერების მეორე ეტაპზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს გადასახადის გადახდას ავალდებულებს. მანამდე ეს სერვისი უფასო იყო. გამკაცრებული რეფორმა 300 000-მდე ადამიანს შეეხება. თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, წლის განმავლობაში ტექნიკური დათვალიერების პირველივე ეტაპზე ხარვეზები ავტომობილების დაახლოებით 30%-ში ვლინდება.