თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება დაიწყო.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს შეეხება.
სწრაფი პროცედურის მიუხედავად, მშობლების ნაწილი დარეგისტრირების პროცესში გამოვლენილ გარკვეულ ხარვეზებზე მაინც მიუთითებს.
სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების რაოდენობა ისევ პრობლემაც რჩება, რის გამოც, რეგისტრაციის მეორე, ანუ საყოველთაო ეტაპი, დიდი ალბათობით, წელსაც ხმაურიანად ჩაივლის.