რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში - საერთაშორისო კონფერენცია
რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში – ამ სახელწოდებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო კონფერენცია გამართა და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები წარმოადგინა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიული და რეგიონული განვითარების ღონისძიებები. ცქიტიშვილის განცხადებით, 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა მკაფიოდ განსაზღვრავს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, რაც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.
სწორედ ამ პროგრამაზე დაყრდნობით, შემუშავდა თითოეული რეგიონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციის პროცესს და მის ეფექტიან განხორციელებას.