რეგიონულ კონფერენციაზე კლიმატის ცვლილებებსა და გარემოზე მისი ზემოქმედების საკითხებზე იმსჯელეს
კლიმატის მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებმა ქართულ მხარესთან ერთად კონფერენცია გამართეს.
რეგიონული დიალოგის მსვლელობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას დაეთმო, რომელიც ასახავს ქვეყნის ეროვნულ ვალდებულებებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში. ის ქვეყნების მიერ სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაზე აღებულ ვალდებულებებს გულისხმობს. მათი გამოქვეყნება და შესრულება პარიზის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მონაწილე 196-მა ქვეყანამ 2015 წელს მოაწერა ხელი.