აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალი თბილისში

12:05, 30.11.2023

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს. ღონისძიებაში 10 ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განსაზღვრაა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში საქართველოს გაზრდილ როლსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი