რეგიონებში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო
ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა დაიწყო რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. პირველი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო მზად არის, მეწარმეთა მოსაზრებები და წინადადებები განიხილოს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500,000 ლარამდე იქნება, რაც მინიმალური 1% -იანი ბრუნვის გადასახადით დაიბეგრება.