რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მცირედით გაიაფდა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გრძელდება. წელს განაკვეთი უკვე მეოთხედ შემცირდა და ახლა 9.5%-ს შეადგენს. ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის შესაჩერებლად და ფასების სტაბილურობისთვის იყენებს, პანდემიის დაწყებამდე 6%-ს შეადგენდა, 2022 წელს კი ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, თუმცა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების და კიდევ უფრო დაწევის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი დაიწყო. 2024 წლისთვის ეკონომისტები ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ვარაუდობენ. ამიტომ პროგნოზია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემსუბუქების პოლიტიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება.