რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, ათ პროცენტამდე შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სესხები მცირედით გაიაფდება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია.

შესაბამისად, არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად ამსუბუქებს.