იმ წამლების რაოდენობამ, რომლებზეც სახელმწიფოს მაქსიმალური ფასი განსაზღვრული აქვს, 2300-ს გადააჭარბა.
ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ასევე მაღალი წნევისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკები და სხვა დანიშნულების წამლები დაემატა. სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასს სააფთიაქო ქსელები ვერ გაზრდიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფასწარმოქმნის ეს მექანიზმი წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტს შეეხება, რის შედეგადაც მაქსიმალური ფასი ბაზარზე მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე დაწესდება.
უწყების მონაცემებით, ცვლილების შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.