რეცეპტის გამოწერის ახალი წესი

ცვლილება ფარმაცევტულ ბაზარზე.

რეცეპტების გაცემის წესი იცვლება. ექიმებს უფლება აღარ ექნებათ, რომ პაციენტებს დანიშნულებაში კონკრეტული ფირმის და წარმოების მედიკამენტი მიუთითონ. კერძოდ, რეცეპტში მხოლოდ წამლის ქიმიური შემადგენლობა უნდა იყოს დასახელებული, კონკრეტული ბრენდის პრეპარატის ყიდვა კი თავად მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს. ამ ნაბიჯით ჯანდაცვის სამინისტრო ჯენერიკებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებების აღმოფხვრას ცდილობს. გამოწერილი რეცეპტები ელექტრონულად გაკონტროლდება, დარღვევების შემთხვევაში, სავარაუდოდ, სანქციები იმოქმედებს.