ფოთის თეატრში რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს, დასი კი დახმარებას ითხოვს.
შენობაში, რომელიც 2014 წელს განახლდა და საზეიმოდ გაიხსნა, ისევ რემონტია. თანამშრომლები ამბობენ, რომ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ თეატრის ინვენტარი დააზიანა.
ხელმძღვანელობა და სამსახიობო დასი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ პროცესი ამჯერადაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე მიმდინარეობს.
„მოამბის“ რეპორტაჟი ფოთიდან.