ფოთის თეატრის პრობლემები

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპროექტო სამუშაოებისათვის 30 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის შენობაში ცოტა ხნის წინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მსგავსი სახის დაზიანების შემთხვევები შენობაში არაერთხელ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ, იქ მუშაობის პროცესი შეწყვეტილია და დასი სპექტაკლებს სხვადასხვა ქალაქში მართავს.

ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა ცხრა წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.