ფოთის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინა. რეჟისორ საბა ასლამაზიშვილს სპექტაკლები აქვს დადგმული ილიაუნის, მოზარდ მაყურებელთა, თავისუფალ თეატრებში, ასევე რამდენიმე რეგიონულ სახელმწიფო თეატრში. არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი და არაერთი პრემიის ლაურეატი. 2023 წელს დაინიშნა „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელად.