#გამომძიებელი #რეპორტიორი „ფოთის თეატრი: დაშვებული ფარდის წელთაღრიცხვა“

ერთი თეატრის დაუჯერებელი ისტორია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული 12 მილიონი თეატრის ასაშენებლად, რომელიც დღემდე ვერ ხსნის ფარდას.

უფუნქციოდ დარჩენილი, დასის და მაყურებლის მიერ მიტოვებული, დანესტილი, ჰაერდახშული, მუდმივად ხარაჩოებში მდგარი შენობა ფოთის ცენტრში, რომელსაც დიაგნოზი ვერავინ დაუსვა.

  • რატომ წვიმს ფოთის თეატრში 15 წლის განმავლობაში შენობის მრავალგზის რეკონსტრუქციის შემდეგაც, რატომ ვერ სუნთქავენ თეატრში ადამიანები?
  • რაში დაიხარჯა 12 მილიონი?
  • რას მალავენ თეატრის არქიტექტურული ნახაზები, რომლებიც დღემდე არავის გახსენებია?
  • რატომ აცხადებს შენობა პროტესტს, რა წინააღმდეგობა იკვეთება პროექტსა და აშენებულ თეატრს შორის?

„გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „ფოთის თეატრი: დაშვებული ფარდის წელთაღრიცხვა“

 

გამომძიებელი რეპორტიორი

მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი