რატომ ვერ სარგებლობენ გორის რაიონის აღსაზრდელები საბავშვო ბაღებით. მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოები დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბაღები პატარების მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ზერტში, სადაც ბაღი სკოლის ძველ, ავარიულ შენობაშია განთავსებული.
140-მდე აღსაზრდელისა და 20-მდე მასწავლებლის ბედიც ამ დრომდე გაურკვეველია. არც ის არის ცნობილი, შეძლებენ თუ არა პატარები ბაღში სიარულს ახალი სასწავლო წლიდან მაინც. ჯერჯერობით კი მათ პედაგოგების ნაცლად, ბაღის ეზოში თამაში მშობლებთან ერთად უწევთ.