რატომ უფასურდება ლარი

ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა. ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ირწმუნებიან. ეკონომიკის მინისტრი პროგნოზისგან თავს იკავებს თუმცა აცხადებს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ვითარება კარგია, შესაბამისად ლარიც მალე უნდა უდა გამყარდეს. თუმცა დიმიტრი ქუმსიშვილის ვარაუდი მხოლოდ 2018 წლის დასაწყისს ეხება. მანამდე კი ეკონომისტები ეროვნული ბანკისგან ჩარევას, ინტერვენციის განხორციელებას მოითხოვენ.

მარიამ ბერძენიშვილი მუშაობდა თემაზე.