რატომ არ გამოიკითხა ამ დრომდე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და დატოვებს თუ არა ის პოსტს? მომხდარი დაპირისპირების გამო მწვავე კრიტიკა მიიღო გეგა გეგეშიძემ თბილისის მერისა და სპორტის მინისტრისგან.
კახა კალაძე და მიხეილ ბატიაშვილი აცხადებენ, რომ ის რაც ტელეეკრანებიდან იხილეს, დაუსჯელი არ დარჩება. პარალელურად, ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს თავად ზურაბ დათუნაშვილი. ევროპის ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. სპორტსმენის განაცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას შეჯიბრზე ხელკეტი ჩაარტყა, რაც ყველამ დაინახა.