ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე საქმე აღიძრა

საქმე აღიძრა ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზეც, რომელშიც თსუ-ს ინციდენტის მონაწილე, ლუკა შველიძე, მისი დედა და სამართალდამცველი მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ხეჩინაშვილში მომხდარ ინციდენტს წინ თსუ-ში დაპირისპირება უძღოდა. უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის ლექციისას ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ.