საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი კომპანია „ბორჯომი“ გახდა.
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯღალოსნების“ ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერალური სპონსორი გახდება. ამავე დროს, სამცხე-ჯავახეთის კლუბებს, „ბორჯომს“ და „ასპინძას“ სავარჯიშო პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმარება. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ორი ქართული ბრენდის გაერთიანებას და კიდევ უფრო გაძლიერებას, საერთაშორისო მასშტაბით კი – ქვეყნის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.