ვითარება კომპანია „IDS ბორჯომში“

კომპანია „ბორჯომის“ გარშემო კრიზისი მწვავდება.

გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლების ნაწილმა ორი ქარხნის შესასვლელების ბლოკირება მოახდინა და პიკეტირება დაიწყო. გაშვებული თანამშრომლების აღდგენასთან ერთად აქციის მონაწილეები ახალი სამუშაო კონტრაქტების შეცვლასაც ითხოვენ. კომპანიის მენეჯმენტი მოთხოვნებს ულტიმატუმად განიხილავს და ხელფასების დაგვიანებას და რეორგანიზაციას, სანქციების შედეგად შექმნილი მძიმე ფინანსური პრობლემებით ხსნის. კრიზისის განსამუხტად იწყება კიდევ ერთი მედიაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრას შრომის ინსპექციისა და „ბორჯომის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა გაფიცული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.