18-წლამდელთა რაგბის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში

დღეიდან 10 ოქტომბრამდე, საქართველო 18-წლამდელთა რაგბის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში ტურნირის წინა პრესკონფერენცია გაიმართა – მედიასთან მოახლოებული ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს შეჯიბრების დირექტორმა, რაგბი-ევროპის წარმომადგენელმა და საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციების დირექტორმა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად იმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად იბრძოლებენ. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 2 ოქტომბერს რუსთავში ჩეხეთთან გამართავს.