რაჭის დაცული ტერიტორია - მინისტრის განცხადება

თუ რაჭაში, საბოლოო ჯამში, დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს შეუთავსებელია სამონადირეო მეურნეობასთან და, რა თქმა უნდა, დადგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი, – განაცხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება დაგეგმილია დაახლოებით 97 ათას ჰექტარი ტერიტორიისთვის, სადაც ამ დრომდე, სამონადირეო ლიცენზიაა გაცემული, ლიცენზიის მფლობელი კი პირობებს არ ასრულებს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა დააანონსა. უწყების ცნობით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხის შეტანას პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ. ამასთან, ინვესტორის მიმართ, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, უწყებამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების პროცესი დაიწყო.